Logo

ზელენსკი – უკრაინა აქტიურად ამზადებს ახალ ბრიგადებს და დანაყოფებს

უკრაინა
1502
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აქტიურად მზადდება ახალი ბრიგადები და ქვედანაყოფები, რომლებიც გამოჩნდებიან ფრონტზე.

 

“დღეს გაიმართა შტაბის სხდომა. ჩვენ მუდმივად და ძალიან ფრთხილად ვაანალიზებთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობას, ყველაზე ცხელ და ყველა პოტენციურად საშიშ ზონას.

 

აქტიურად ვამზადებთ ახალ ბრიგადებს და ქვედანაყოფებს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოიჩენენ თავს ფრონტზე. მათი უზრუნველყოფის, მომზადების, თავდაცვის გენერალურ გეგმაში ინტეგრაციის საკითხებს – ჩვენ ყოველ ჯერზე ვამატებთ მნიშვნელოვან დეტალებს შტაბის შეხვედრებზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement