Logo

ზელენსკი – უკრაინა არასოდეს დაივიწყებს მათ, ვინც იცავდა უკრაინის თავისუფალ ცას, ყველა გარემოება გაირკვევა

უკრაინა
1446
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟიტომირის ოლქში ავიაკატასტროფას და უკრაინელი მფრინავების დაღუპვას გამოეხმაურა.

 

“გუშინ ჟიტომირის ოლქის ცაზე კატასტროფა მოხდა. სამი მფრინავი დაიღუპა. მათ შორის ანდრეი პილშჩიკოვი, “ჯუსი”, უკრაინელი ოფიცერი, ერთ-ერთი, ვინც ძალიან დაეხმარა ჩვენს სახელმწიფოს. ძალიან! ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს, ყველას, ვინც იცნობდა ბიჭებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

 

“ჯერ ნაადრევია დეტალებზე საუბარი. რა თქმა უნდა, ყველა გარემოება გაირკვევა. რა თქმა უნდა, უკრაინა არასოდეს დაივიწყებს მათ, ვინც იცავდა უკრაინის თავისუფალ ცას”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

Advertisement