
ავტორი
Front News საქართველო
შეერთებული შტატები უკრაინის თავდაცვის ძალებს უახლოეს დღეებში Patriot-ისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების ახალ პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"მივიჩნევ, რომ ეს სამიტი უკრაინისთვის პროდუქტიული იყო. უახლოეს დღეებში ჩვენ შეერთებული შტატებისგან პაკეტს მივიღებთ და ასევე მქონდა ცალკეული შეთანხმებები ევროპელებთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ევროპულ ქვეყნებთან კონკრეტული ვადები ჯერ არ არსებობს, თუმცა უკრაინა დამატებით PAC-3 რაკეტებს აუცილებლად მიიღებს.
Patriot-ის რაკეტების დეფიციტი, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტების ჩაჭრა შეუძლიათ, უკრაინისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს