Logo

ზელენსკი - უკრაინა და მოკავშირეები ომის დასრულების 5 საერთო პრინციპზე შეთანხმდნენ

უკრაინა
125
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან საუბრისას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების ხუთი ზოგადი პრინციპი შეთანხმდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ამ საკოორდინაციო საუბრამდე, ჩვენ ხუთ ზოგად პრინციპზე შევთანხმდით. ეს არის მოლაპარაკებების ფორმატი. ყველაფერი, რაც უკრაინას ეხება, მხოლოდ უკრაინასთან უნდა განიხილებოდეს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პირველ რიგში უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და ჭეშმარიტად საიმედო უსაფრთხოების გარანტიები.

"დღეს, სხვათა შორის, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ამას და რომ ამერიკა მზადაა მონაწილეობის მისაღებად. ასევე, შეთანხმებულ პრინციპებს შორის, რუსეთს არ შეუძლია ვეტოს დადება უკრაინის ევროპულ და ნატოს პერსპექტივებზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს შერწყმული რუსეთზე შესაბამის ზეწოლასთან.

"სანქციები უნდა იყოს ძალაში და უნდა გაძლიერდეს, თუ რუსეთი არ დათანხმდება ალასკაში ცეცხლის შეწყვეტას. ეს არის ეფექტური პრინციპები, მნიშვნელოვანია, რომ ისინი იმუშაონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ევროპელმა ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, დღეს, 13 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტთან ვიდეოკონფერენცია გამართეს.

Advertisement