ზელენსკი – უკრაინა და პოლონეთი ერთიან სასაზღვრო კონტროლზე შეთანხმდნენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ და პოლონეთმა შესაძლოა, უახლოეს მომავალში ერთიანი სასაზღვრო კონტროლი შემოიღონ, ეს ეხება სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადაში გამოვლისას განაცხადა.
უკრაინის უმაღლეს რადაში დღეს სიტყვით პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაც გამოვიდა. ომის დაწყების შემდეგ ანჯეი დუდა პირველი უცხო ქვეყნის მეთაურია, რომელიც უკრაინელი დეპუტატების წინაშე წარდგა.
“ჩვენ შორის არ არსებობს საზღვრები და ბარიერები. ისინი დიდი ხანია, მენტალურად არ აშორებენ უკრაინელ და პოლონელ ხალხებს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, უახლოეს მომავალში ეს ვაქციოთ შესაბამის ორმხრივ შეთანხმებად. პირველ რიგში, საერთო საზღვრებთან და საბაჟო კონტროლთან დაკავშირებით, შემდეგ კი ერთიან პირობით საზღვრებზე, როდესაც უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება “, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს