ზელენსკი - უკრაინა და რუსეთი სტამბოლში ტყვეების მორიგ გაცვლაზე შეთანხმდნენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციები 2 ივნისს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე სამხედრო ტყვეების მორიგ გაცვლაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"სტამბოლის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მე უბრალოდ ველოდები უმეროვის სრულ ანგარიშს, მათ გაცვალეს მოსაზრებები და ჩვენ ვამზადებთ სამხედრო ტყვეების ახალ გაცვლას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინა მოითხოვს რუსეთისგან ყველა ტყვის გათავისუფლებას და გატაცებული ბავშვების დაბრუნებას.
"სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხში შევთანხმდით, რომ ყურადღებას გავამახვილებთ კონკრეტულ კატეგორიებზე და არა ციფრებზე“, - აღნიშნა უმეროვმა.
მისი თქმით, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ყველა მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო ტყვე გაცვალონ ყველაზე.
„მეორე კატეგორიაა ახალგაზრდა ჯარისკაცები, 18-დან 25 წლამდე. ყველა ყველაზე. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ 6000 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარს 6000-ის სანაცვლოდ დავაბრუნებთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა ახალ პროგრესს მიაღწიეს.
"ეს არის ფორმულა - ყველა ყველაზე. დღეს ჩვენ შევთანხმდით ორ კატეგორიაზე, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების უფლების მქონე პირები იქნებიან. შევთანხმდით მექანიზმებზე, განვსაზღვრეთ ამ გაცვლის წინასწარი თარიღები. ახლა კი წინ რთული სამუშაო გველის, რადგან საჭირო იქნება უამრავი გადამოწმების ჩატარება, ყველა კატეგორიის დადგენა, არავინ დავკარგოთ, არავინ დავივიწყოთ. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას და წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა სკიბიცკიმ.
უკრაინის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა სტამბოლში დღეს გაიმართა. მხარეებმა მოთხოვნები გაცვალეს.
16 მაისს თურქეთში გამართული მოლაპარაკებების დროს, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა მიაღწიეს შეთანხმებას ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ, 1000/1000-ზე ფორმატით. გაცვლის პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა