Logo

ზელენსკი - უკრაინა დაძაბული დიპლომატიური კვირისთვის ემზადება, გრაფიკი მოიცავს შეხვედრებს თითქმის 20 მსოფლიო ლიდერთან

უკრაინა
200
Frontnews image description

უკრაინა დაძაბული დიპლომატიური კვირისთვის ემზადება, გრაფიკი მოიცავს შეხვედრებს თითქმის 20 მსოფლიო ლიდერთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას ბევრი რამის მიღწევა შეუძლია, თუ პარტნიორები მოუსმენენ და მხარს დაუჭერენ წინადადებებს, რაც ნამდვილად მიგვიყვანს ომის დასრულებამდე.

"იქნება გაეროს გენერალური ასამბლეის კვირა - სხვადასხვა ღონისძიებები და შეხვედრები. გრაფიკი უკვე მოიცავს თითქმის ორ ათეულ შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, ყველასთან, ვინც დიდი ხანია უჭერს მხარს უკრაინას და ვინც ჩვენს ახალ პარტნიორებს შორისაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრები ხვალ გაიმართება. კვირის განმავლობაში ასევე დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი შედეგები იქნება რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხზე.

"რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება - სამიტი ამ მხრივ ნამდვილად გლობალურია", - აღნიშნა მან.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი მთლიანობაში უკვე შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე და უკრაინა მის სწრაფად დამტკიცებას ელის.

"ამ კვირებში სანქციები სხვა ქვეყნების მხრიდანაც დაფიქსირდა, იაპონიიდან, ავსტრალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ზეწოლა განხორციელდა რუსეთის ნავთობფლოტზე, რუსეთის ენერგოვაჭრობაზე. ზეწოლა განხორციელდა რუსეთის სანქციებისგან თავის არიდების ყველა სქემაზე, მათ შორის კრიპტოვალუტის მეშვეობით. მადლობა, ევროპას, ამ ზეწოლისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement