Logo

ზელენსკი – უკრაინა დაინტერესებულია, რომ ომის დასრულებაში ჩართული იყოს ევროპის ყველა სახელმწიფო და მთელი მსოფლიო – ინდოეთი, აფრიკა და ჩინეთი

უკრაინა
1432
Frontnews image description

ჩინეთს ჯერ არ წარუდგენია ოფიციალური დოკუმენტი ე.წ. “მშვიდობის გეგმის” შესახებ, ამიტომ უკრაინას საკუთარი “მშვიდობის ფორმულის“ მხარდაჭერის იმედი აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ არაფორმალური დიალოგი გამართა ჩინელ კოლეგასთან.

 

“ჩვენ დოკუმენტს და მშვიდობის ფორმულას, რომელსაც უკვე უამრავმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი და ველით, რომ ჩვენს ინიციატივებს მხარს დაუჭერს გაერო 23-ში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ერთი პოზიცია. მე არ მინახავს ოფიციალური დოკუმენტი ჩინეთისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, უკრაინა დაინტერესებულია იმით, რომ ომის დასრულებაში ჩართული იყოს ევროპის ყველა სახელმწიფო და მთელი მსოფლიო – ინდოეთი, აფრიკა და ჩინეთი. 

 

ზელენსკის თქმით, უკრაინული “მშვიდობის ფორმულას“ ყველას მხარდაჭერა სჭირდება.

Advertisement