ზელენსკი – უკრაინა დრონების წარმოებას გაზრდის


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა დრონების საკუთარ წარმოებას გაზრდის.
“ახლა მნიშვნელოვანია ფრონტის საკითხები. თავდაცვის საკითხები, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მეთაურებმა მომახსენეს ვითარება აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებით. საუბარი შეეხო საბრძოლო მასალებს, ზოგადად, ჩვენს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. ყველა საბრძოლო ბრიგადაში ჯარისკაცები აყენებენ უპილოტო თვითმფრინავების და სამხედრო საჰაერო თავდაცვის საკითხებს პირველ საკითხებს შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, პარტნიორებთან მუშაობა მიმდინარეობს საჭირო დრონების და სისტემების მიწოდებაზე, ასევე, სამუშაოები უშუალოდ უკრაინაშიც მიმდინარეობს.
“ჩვენ გვჭირდება წარმოება. გავზარდეთ, მაგრამ გვჭირდება სისტემატიზაცია, რაც უკვე მიეწოდება ჯარს და გამოიყენება. დრონები “თვალები” და დაცვაა წინა პლანზე, სხვადასხვა დიაპაზონი, სხვადასხვა სამიზნე. დრონები არის გარანტია, რომ ადამიანებს არ მოუწევთ გადაიხადონ თავიანთი სიცოცხლე, როდესაც დრონებს შეუძლიათ მუშაობა.
ეს აგვისტო ნაყოფიერი უნდა იყოს უკრაინისთვის – ეს არის ჩვენი სახელმწიფოს მთელი გუნდის ამოცანა, ყველასთვის, ვინც მუშაობს უკრაინის წარმატებისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს