Logo

ზელენსკი – უკრაინა ელის, რომ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ნატოში მის მომავალთან დაკავშირებით

უკრაინა
583
Frontnews image description

ვილნიუსში ივლისის სამიტზე უკრაინა ელის, რომ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ნატოში მის მომავალთან დაკავშირებით, ასევე უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“თუ ალიანსს სურს იყოს ძლიერი და ვერ ხედავს მის არსებობას უკრაინის გარეშე, სამართლიანია, რომ ჩვენ გვინდა მივიღოთ ნატოში ჩვენი მომავლის გარკვეული მოდალობა, რაღაც კონკრეტული. ჩვენ ვითხოვთ ასეთ კონკრეტულ რამეებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, უკრაინა არ საუბრობს დღევანდელ წევრობაზე, რადგან ესმის, რომ ომის დროს ალიანსში გაწევრიანება არ შეიძლება.

 

“კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ჩვენ ვართ ადეკვატური სახელმწიფო და გვესმის, რომ ომის დროს ვერ ვიქნებით ნატოს წევრები, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ომის შემდეგ ვიქნებით და ეს არის სიგნალი, რომლის მიღებაც გვინდა. უკრაინა ნატოს წევრი იქნება, ეს არის მეორე სიგნალი. ვფიქრობ, ძალიან სამართლიანია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, მესამე სიგნალი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები ალიანსში გაწევრიანებამდე.

 

“რა უნდა გავაკეთოთ, სანამ ნატოში არ ვართ? ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა სახელმწიფოებს და გვსურს მესამე სიგნალი ნატოს სამიტზე – რომ უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს. მაგრამ არა ნატოს ნაცვლად, არამედ იმ დროს, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ალიანსში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Advertisement