ზელენსკი – უკრაინა ელოდება აშშ-ის გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა ელოდება აშშ-ის გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინას ჰქონდა კარგი დინამიკა თავდაცვის პაკეტებში.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი კონტროლი ცაზე და მეტი შესაძლებლობები მიწაზე, განსაკუთრებით არტილერია, მაგრამ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ გვაქვს საარტილერიო, რაკეტების და საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალის მარაგი. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ჯარისკაცებს და უკრაინელების სიცოცხლის დაცვას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, პარტნიორების დახმარების წყალობით, ამ თვეში ასობით რუსული რაკეტა და თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
“ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას. ველოდებით შესაბამის გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან – ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს