ზელენსკი – უკრაინა მესამე მსოფლიო ომის გლობალური რისკების ცენტრში აღმოჩნდა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის შემოჭრის შედეგად უკრაინა მესამე მსოფლიო ომის გლობალური რისკების ცენტრში აღმოჩნდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
თქმით, უკრაინა ახლა ხელს უშლის მესამე მსოფლიო ომს.
“უკრაინა დღეს მესამე მსოფლიო ომის გლობალური რისკების ცენტრშია. და მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ რუსეთი გააგრძელებს წინსვლას მანამ, სანამ შეერთებული შტატები და ჩინეთი ერთობლივად არ მოუწოდებენ მას ჯარების გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ისრაელის ომმა გადაიტანა მსოფლიო ყურადღება უკრაინიდან და ხაზი გაუსვა მოსკოვის კავშირებს “ჰამასის” მხარდამჭერებთან ირანში.
ზელენსკიმ ასევე დაადანაშაულა კრემლი ბალკანეთში პრობლემების გაღვივებაში.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა ისინი ემზადებიან ბალკანეთში, დგამენ ახალ ნაბიჯებს. ვფიქრობთ, რომ ისინი [რუსები] ცდილობენ გარკვეული ადამიანების მომზადებას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს