ზელენსკი – უკრაინა მხარს უჭერს მოლდაველი ხალხის ევროპულ არჩევანს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მხარს უჭერს მოლდოვის ხალხის ევროპულ არჩევანს და მზად არის პარტნიორობის განმტკიცებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოლდაველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს და აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ.
“ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. უკრაინა მხარს უჭერს მოლდაველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მზადაა ერთად იმუშაოს ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად.
მოლდაველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს – მათ აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ. მხოლოდ ჭეშმარიტ უსაფრთხოებასა და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია უზრუნველყოს თითოეული ადამიანისა და ყველა ოჯახის ნდობა, რომ შეხვდეს ხვალინდელ დღეს იმედით და რწმენით”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მოლდოვაში 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით დაამარცხა პრორუსულად განწყობილი სოციალისტების კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო (45%).
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა