Logo

ზელენსკი - უკრაინა მოლაპარაკებებისთვის ემზადება, აშშ-სგან დეტალებს ველოდებით

უკრაინა
129
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მომავალ კვირას დამატებით მოლაპარაკებებს ელის.

მისივე თქმით, უკრაინა ამერიკულ მხარესთან მუდმივ კომუნიკაციაშია და შემდგომი მოლაპარაკებების დეტალებს ელოდება.

"ჩვენ მათგან ველით კონკრეტულ ინფორმაციას შემდგომი შეხვედრების შესახებ. უკრაინა მზადაა იმუშაოს ყველა სამუშაო ფორმატში. მნიშვნელოვანია შედეგების მიღწევა და შეხვედრების ჩატარება. ჩვენ მომავალ კვირას შეხვედრებს ველით; ჩვენ მათთვის ვემზადებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

23 და 24 იანვარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა პირველი სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის. შეერთებულმა შტატებმა შეხვედრა დადებითად შეაფასა.

დაანონსებულია, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხვალ, 1 თებერვალს უნდა გაიმართოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თქმით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები არ დაესწრებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა და რუსეთი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები