ზელენსკი – უკრაინა მშვიდობის მისაღწევად გეგმას ნოემბრის ბოლომდე შეიმუშავებს


ავტორი
Front News საქართველო
2024 წლის ნოემბრის ბოლომდე უკრაინა მშვიდობის მისაღწევად სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კიევი შესაბამის ქვეყნებთან ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე დეტალურ განხილვას დაიწყებს.
“მოთმინება, მხარდაჭერა და დიპლომატიური ზეწოლა ომის სამართლიანი დასრულების სამი ფაქტორია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია უპასუხოს მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სანამ რუსეთი აგრძელებს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას.
“თუ შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები შეინარჩუნებენ ერთიანობას, ეს გაზრდის ზეწოლას და აჩვენებს მოსკოვს, რომ მას არანაირი შანსი არ აქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა