ზელენსკი - უკრაინა მზადაა 7 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ 30 დღით


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მზადაა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა დაჟინებით მოითხოვს 30-დღიან ზავს აშშ-ის მიერ შემოთავაზებული სტრატეგიის შესაბამისად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ამერიკელების მიერ შემოთავაზებული მოდელია. ჩვენ მას მივყვებით. ამ თარიღიდან ან სხვა დღიდან - სასურველია უფრო ადრე. დიახ, მოდით ვცადოთ 30 დღის განმავლობაში. რატომ 30 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტა? იმიტომ, რომ შეუძლებელია რაიმეზე შეთანხმება სამ, ხუთ, შვიდ დღეში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ პუტინის მიერ 7-დან 10 მაისამდე სამი დღით გამოცხადებულ "ცეცხლის შეწყვეტას" "თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა. როგორც მან აღნიშნა, რომ ორ ან სამ დღეში ომის დასრულების შემდგომი ნაბიჯების რაიმე გეგმის შემუშავება შეუძლებელია.
"თამაში იმისთვის, რომ პუტინის იზოლაციიდან გამოსვლას 9 მაისს რბილი ატმოსფერო შევუქმნათ და ყველა კომფორტულად, უსაფრთხოდ იყოს - ის ლიდერები, მეგობრები ან პუტინის პარტნიორები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით 9 მაისს კრემლის მოედანზე მოვლენ - პუტინს არავინ დაეხმარება. ჩვენ უბრალოდ ან ომში ვართ, ან პუტინი აჩვენებს, რომ მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, ომის დასრულების პირველი ნაწილისთვის.
ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ პირველიდან, სამიდან, ხუთიდან, თუ მას სჭირდება შვიდიდან - სულერთია. შვიდიდან - 30 დღე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, სრული სიჩუმის მიღწევა მაღალი ხარისხის მონიტორინგის გარეშე შეუძლებელია.
პუტინმა 7-დან 10 მაისამდე რუსეთში "გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად ე.წ. "ცეცხლის შეწყვეტა“ გამოაცხადა.
9 მაისს მოსკოვში "გამარჯვების დღისადმი" მიძღვნილი აღლუმი გაიმართება. პუტინმა აღლუმზე ევროპელი ლიდერები მიიწვია. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ და სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადეს, რომ 9 მაისს მოსკოვში გაემგზავრებიან. გარდა ამისა, აღლუმში სერბი სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი