Logo

ზელენსკი - უკრაინა მზადაა არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა ამისთვის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი

უკრაინა
393
Frontnews image description

უკრაინა მზადაა არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა ამისთვის პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი, პირველ რიგში, უსაფრთხოებაზეა საუბარი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხო პირობები და მუშაობა პარლამენტში, რადგან არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს ომის დროს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინაში არჩევნების ჩასატარებლად საჭიროა ცეცხლის სრული შეწყვეტა - ბრძოლის ველზე, ცაში, ზღვაზე.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც, რომელმაც აღნიშნა - "თუ ომი გაქვთ, არჩევნების ჩატარება არ შეგიძლიათ".

აღსანიშნავია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვა ჟურნალისტმა ბრაიან გლენმა, გადაცემა „Real America's Voice“-ის მთავარმა კორესპონდენტმა დასვა. თებერვალში, თეთრ სახლში ზელენსკის და ტრამპს შორის შეხვედრაზე, სწორედ მან ჰკითხა უკრაინის პრეზიდენტს, როდის ჩაიცვამდა ისევ კოსტიუმს.

Advertisement