Logo

ზელენსკი – უკრაინა მზადაა გააგრძელოს “მარცვლოვანი შეთანხმება“, საჭიროა თურქეთის და გაეროს პასუხი

უკრაინა
1134
Frontnews image description

უკრაინა მზად არის გააგრძელოს “მარცვლეულის შეთანხმება”, თუმცა ამას თურქეთისა და გაეროს რეაგირება სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ჩვენ გვქონდა ორი შეთანხმება: უკრაინა, თურქეთი, გაერო; მეორე შეთანხმება არის რუსეთი, თურქეთი, გაერო. ამიტომ, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ წყვეტს, ის არღვევს შეთანხმებებს გაეროს გენერალურ მდივანთან და პრეზიდენტ ერდოღანთან და არა ჩვენთან, ჩვენ მათთან არანაირი შეთანხმება არ გვქონია.

 

ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური სიგნალის შემდეგ, მოემზადებინა ჩვენი ოფიციალური სიგნალები გაეროსა და თურქეთისთვის, რათა მათ მიპასუხონ, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, რომ მზად არიან გააგრძელონ ჩვენი ინიციატივა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, რუსეთის გარეშეც ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინამ შავი ზღვის დერეფანი გამოიყენოს.

 

“ჩვენ არ გვეშინია. გემების მფლობელმა კომპანიებმა მოგვმართეს. მათ თქვეს, რომ მზად არიან, თუ უკრაინა გაუშვებს და თურქეთი გაუშვებს მათ, მაშინ ყველა მზადაა მარცვლეულის მიწოდება გააგრძელოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ “მარცვლოვანი შეთანხმების“ შესახებ შეთანხმებები ფაქტობრივად შეწყდა.

Advertisement