ზელენსკი - უკრაინა პოზიტიურად იღებს ტრამპის ნებისმიერ რეალისტურ წინადადებას სამშვიდობო გეგმის შესახებ

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა პოზიტიურად იღებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ნებისმიერ რეალისტურ წინადადებას სამშვიდობო გეგმის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს თითქმის ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსს აშშ-ის არმიის მდივნის დენ დრისკოლის თანდასწრებით.
"ჩვენ განვიხილეთ ომის დასრულების ამერიკული წინადადების მრავალი დეტალი და ვცდილობთ გავაგრძელოთ გზა ღირსეული და ჭეშმარიტად ეფექტური ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დასძინა, რომ აშშ-მა გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს უკრაინასთან და მის პარტნიორებთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო გეგმის შემდგომი ასპექტები განიხილება საკონსულტაციო დონეზე.
„უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და სცემს პრეზიდენტ ტრამპის სურვილს, შეწყვიტოს სისხლის ღვრა და ჩვენ დადებითად ვპასუხობთ ყველა რეალისტურ წინადადებას. ჩვენ შევთანხმდით, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით და ჩვენი გუნდები მზად არიან იმუშაონ 24/7-ზე", - განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს უკრაინის მიერ ამერიკის სამშვიდობო გეგმის მიღებას 27 ნოემბრამდე, მადლიერების დღესასწაულამდე.
მან ასევე ისაუბრა დონბასის თითქოსდა "გარდაუვალ დაკარგვაზე“. მისი აზრით, უკრაინა ტერიტორიას ომის ან მოლაპარაკებების გზით დაკარგავს.
ტერიტორიული საკითხი, მათ შორის უკრაინის მიერ კონტროლირებადი დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანა, ახალი სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს უკრაინელებს მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. თუმცა, მან პირობა დადო, რომ მომავალ სამშვიდობო შეთანხმებაში უკრაინის ეროვნული ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
ადრე, Axios-მა გამოაქვეყნა 28-პუნქტიანი ამერიკული გეგმის სრული ტექსტი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დიპლომატები სწრაფად იმუშავებენ შეთანხმების თითოეულ პუნქტზე, რამაც „შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს“.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


