
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა ახლა რუსეთზე უკეთესად გამოიყურება როგორც ბრძოლის ველზე, ასევე თანამედროვე იარაღის წარმოებაში, აგრესორმა ინიციატივა დაკარგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, რუსულმა ჯარებმა 12 მიმართულებით სცადეს წინსვლა, თუმცა თითქმის ყველა მიმართულებით ინიციატივა დაკარგეს, მტრის ნელი წინსვლა მხოლოდ ორ ან სამ რაიონში ფიქსირდება, სადაც რუსეთს უზარმაზარი ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა აქვს კონცენტრირებული.
"სხვა მიმართულებებზე ნამდვილად დაკარგეს ინიციატივა და ჩვენ ის დავიბრუნეთ. გარდა ამისა, ორ ან სამ მიმართულებაზე ახლა ჩვენ უფრო წარმატებულები ვართ", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, თავდაცვის ძალები პოკროვსკის მიმართულებით პროგრესს აღწევენ.
ამავდროულად, ბრძოლა არ წყდება, რადგან არცერთი მხარე არ აპირებს ბრძოლის ველზე მოძრაობის შეჩერებას.
ზელენსკის თქმით, უკრაინა "უკეთესად გამოიყურება“ საშუალო და შორი დისტანციის დარტყმების განხორციელების კონტექსტში.
მისი თქმით, ქვეყანა წელს დაახლოებით 10 მილიონი დრონის წარმოებას გეგმავს, თუმცა მისი სიმძლავრე ამ მაჩვენებლის 20 მილიონ დრონამდე გაორმაგების საშუალებას იძლევა.
როგორც მან აღნიშნა, აგრესორზე გაზრდილი საერთაშორისო ზეწოლა ასევე დადებითად მოქმედებს სიტუაციაზე. დასავლეთის სანქციები უკვე უფრო ეფექტური გახდა, თუმცა მათი მასშტაბები ჯერ კიდევ არასაკმარისია, სახელმწიფოს სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა პარტნიორების გადაწყვეტილება ევროპული მხარდაჭერის სახით 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ.
ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თითქოს, რუსეთთან ომის კონტექსტში არანაირი კარტი არ აქვს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს