Logo

ზელენსკი - უკრაინა სააღდგომო ზავისთვის მზადაა

უკრაინა
233
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა აღდგომის დღესასწაულების დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის.

მან ასევე ისაუბრა, შეძლებს თუ არა რუსეთი ამ პაუზის დროს თავისი პოზიციების გამყარებას.

"ჩვენ მხარს ვუჭერდით ომის დასრულების ნებისმიერ ფორმატს, თქვენ ეს იცით, მაგრამ როდესაც არ კარგავ  სახელმწიფოს ღირსებას და დამოუკიდებლობას, ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ ფორმატს, როგორც სრულ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტას და ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის აღდგომის დღესასწაულების დროს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, "ნორმალური ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ სიცოცხლეს", საუბრობენ ცეცხლის შეწყვეტასა და ომის სამუდამოდ დასრულებაზე და არა მხოლოდ რამდენიმე დღით.

"მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის, გარდა ჩვენი, როგორც ვთქვი, ღირსებისა და სუვერენიტეტის კომპრომისებისა. რაც შეეხება რუსეთის პოზიციების განმტკიცებას ამ ორ-სამ დღეში, ისინი ვერაფერს განამტკიცებენ ორ-სამ დღეში. გვახსოვს, 3 დღეში რას დაგვპირდნენ და რა ვერ შეასრულეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მართლმადიდებლები აღდგომას წელს კვირას, 12 აპრილს აღნიშნავენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები