Logo

ზელენსკი - უკრაინა საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებას გეგმავს

უკრაინა
132
Frontnews image description

უკრაინა უკრაინა საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებას გეგმავს. საუბარია  საჰაერო თავდაცვის ყველა საჭირო ფორმატზე - სისტემებზე, რაკეტებზე და ა.შ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით პარტნიორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს პოლიტიკურ და სამხედრო დონეზე.

"ჩვენ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების ძიებაში ვართ. რაც მთავარია, ჩვენ ისეთი პირობებისკენ მივდივართ, სადაც შევძლებთ საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებას უკრაინაში პარტნიორებთან ერთად - სისტემების, რაკეტების და ა.შ.“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინისთვის საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემის წარმოება სტრატეგიული ამოცანაა, "რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაცვის გარანტიას იძლევა".

"უკრაინისთვის განხილულ უსაფრთხოების გარანტიებს შორისაა იარაღის პაკეტები, საჭირო იარაღის წარმოების შესაძლებლობა და შესაბამისად, მათთვის ლიცენზიები და სამრეწველო ბაზა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები