Logo

ზელენსკი - უკრაინა შეერთებულ შტატებთან ომის ორ ურთულეს საკითხს განიხილავს

უკრაინა
368
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები დღეს პარიზში ყველაზე რთულ საკითხებს განიხილავენ. კერძოდ, ეს არის ტერიტორიები და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.

ზელენსკის თქმით, 7 იანვარს მან მიიღო რუსტემ უმეროვის პირველი ანგარიში საფრანგეთში უკრაინის მოლაპარაკებათა ჯგუფის მუშაობის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, მოსალოდნელია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი სესია, რომელიც ორ დღეში მესამე იქნება.

"ჩვენ ველით, რომ განხილული იქნება ომის დასრულების ძირითადი ჩარჩოდან ყველაზე რთული საკითხები, კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ტერიტორიები“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე დაავალა უკრაინულ გუნდს, განიხილონ უკრაინას, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ლიდერების დონის შეხვედრების შესაძლო ფორმატები.

„უკრაინა არ იმალება ყველაზე რთული საკითხებისგან და არასდროს იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება. მშვიდობა უნდა იყოს ღირსეული. და ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე - უზრუნველყოფენ თუ არა ისინი რუსეთის ნამდვილ მზადყოფნას ომის დასასრულებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინას დღევანდელ მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ რუსტემ უმეროვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები