Logo

ზელენსკი – უკრაინა ცდილობს შეინარჩუნოს თავისი მოქალაქეების სიცოცხლე, მაგრამ ეს არ ნიშნავს დაუთმოს საკუთარი ტერიტორიის მესამედი აგრესორს

უკრაინა
922
Frontnews image description

უკრაინა ცდილობს შეინარჩუნოს თავისი მოქალაქეების სიცოცხლე, მაგრამ ეს არ ნიშნავს მზადყოფნას დაუთმოს საკუთარი ტერიტორიის მესამედი აგრესორს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ჩვენთვის წაგება ჩვენი ქვეყნის დაკარგვაა. ვიღაც ამბობს: “რა არის შენთვის უფრო მნიშვნელოვანი – ტერიტორია თუ ხალხი?” როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ (რუსებს) ჩვენი მიწის 30% შეგვიძლია ვაჩუქოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგრესორთან კონფლიქტის გაყინვა, რომელიც ინარჩუნებს უკვე მიტაცებულ ტერიტორიას, არ არის კარგი გამოსავალი ომიდან.

 

“ვინ გითხრათ, რომ უფრო შორს არ წავლენ, ვინ თქვა, რომ გაყინული კონფლიქტი იმუშავებს? ის უკვე იყო გაყინული. ვინ თქვა, რომ პუტინს არ სურს ჩვენი განადგურება? მას ეს უნდა. მას მხოლოდ სურს, რომ საბჭოთა კავშირი კვლავ დაბრუნდეს მისი ხელმძღვანელობით, სანამ მისი დღეები დასრულდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ივნისში ვლადიმერ პუტინმა ომის დაწყების შემდეგ პირველად გამოთქვა კონკრეტული პირობები უკრაინაში ომის დასრულებისთვის. ის მოითხოვს, რომ უკრაინამ აგრესორს გადასცეს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, მათ შორის ქალაქები ხერსონი და ზაპოროჟიე. აგრესორი ასევე მოითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

 

ამ მოთხოვნების კომენტირებისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ ულტიმატუმი უწოდა და არა სამშვიდობო წინადადება. მისივე თქმით, ერთ დროს ჰიტლერიც ამბობდა, რომ მას მხოლოდ ჩეხოსლოვაკიის ერთი ნაწილი სჭირდებოდა და მეტი არაფერი.

Advertisement