
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მონაწილეობას მიიღებს თურქეთში დაგეგმილ ნატოს სამიტში. ამჟამად მხარეები თანხმდებიან მონაწილეობის ფორმატსა და უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ალიანსის მომავალ შეხვედრაზე, თუმცა წარმომადგენლობის დონისა და მონაწილეობის კონკრეტული ფორმატის დეტალებზე არ უსაუბრია.
"ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ, რა ფორმატით და ვინ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა მედიასთან.
ნატოს 2026 წლის სამიტი 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს