ზელენსკი – უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კიდევ ოთხ ახალ შეთანხმებას ამზადებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კიდევ ოთხ ახალ შეთანხმებას ამზადებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩვენი გუნდი ამზადებს კიდევ ოთხ ახალ შეთანხმებას უკრაინისთვის, ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ მოლაპარაკებებს და სწრაფად უნდა მოვამზადოთ დოკუმენტები. ეს არის ჩვენთვის როგორც თავდაცვის მხარდაჭერა, ასევე ფინანსური და ჰუმანიტარული თანამშრომლობა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამ დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ, უკრაინას პარტნიორებთან უსაფრთხოების თითქმის 30 ხელშეკრულება ექნება.
“საკუთარ თავს დავალება დავუსახეთ, რომ ეს იყოს სხვადასხვა ქვეყნები – არა მხოლოდ ნატოს ქვეყნები. მაგრამ ისინი მაინც მზად არიან დაგვეხმარონ საერთო ღირებულებების დაცვაში. ეს ასე იქნება. რაც არ უნდა მოხდეს მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება საკუთარი ინსტრუმენტები ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად, ჩვენი სახელმწიფოს მხარდასაჭერად, ჩვენი უსაფრთხოების ორგანიზებისთვის, რომელიც იმუშავებს ნებისმიერ პირობებში. ზუსტად ასე მივდივართ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინამ უკვე გააფორმა ორმხრივი უსაფრთხოების 26 შეთანხმება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა