Logo

ზელენსკი - უკრაინა ვერაფერზე შეთანხმდება რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტამდე, ტერიტორიები ყველაზე რთული საკითხია მოლაპარაკებების კონტექსტში

უკრაინა
381
Frontnews image description

უკრაინა ვერაფერზე შეთანხმდება რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტამდე, ტერიტორიები ყველაზე რთული საკითხია მოლაპარაკებების კონტექსტში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი პოზიციაა, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტა, რათა შევძლოთ საუბარი და ჩვენი პოზიციების გაგება. ვფიქრობ, ტრამპი ამას ხვდება. რადგან ყველაზე რთული საკითხი კვლავ ტერიტორიებს შეეხება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, "ტერიტორიული გაცვლის“ საკითხი მგრძნობიარეა და მოლაპარაკებების პროცესის რთული ეტაპი იქნება.

"ეს ტერიტორიული საკითხი მგრძნობიარეა და თქვენ ნახავთ, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესის რთული ეტაპი იქნება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement