ზელენსკი – უკრაინამ დაადასტურა 20 ათასი ბავშვის დეპორტაცია, მაგრამ რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსებმა 20 ათასი უკრაინელი ბავშვის უკანონოდ დეპორტაცია მოახდინეს, თუმცა რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ამის შესახებ მან კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალთანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა კატარის როლი უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში.
“მხოლოდ ის, რისი დოკუმენტაციაც შეგვიძლია – ეს არის დაახლოებით 20 ათასი გატაცებული ბავშვი. ეს საშინელი მაჩვენებელია, მაგრამ რეალური კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს გზა. ჩვენ მზად ვართ შემდგომი კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა კატარს ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის და 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფილი ენერგეტიკის, საავადმყოფოების და ა.შ.
ლიდერებმა ასევე განიხილეს ვითარება ახლო აღმოსავლეთში.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს