ზელენსკი – უკრაინამ ჰაერში ისევე უნდა დაამარცხოს რუსეთი, როგორც შავ ზღვაში მოიგო


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას ისევე უნდა დაამარცხოს რუსეთი ჰაერში, როგორც აგრესორი დაამარცხა შავ ზღვაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ეს გააძლიერებს ჩვენს სახმელეთო ძალებს 2024 წელს. თუ ჩვენ ვაკონტროლებთ ცას, ყველაფერი გაგვიადვილდება. ის, ვინც აკონტროლებს ცას, აკონტროლებს ომის ხანგრძლივობას”, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტი ზელენსკი 11-12 დეკემბერს ორდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
12 დეკემბერს, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა. შეხვედრისას თეთრი სახლის ლიდერმა ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინას 200 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაყინულ რუსულ აქტივებთან უფრო სწრაფად მუშაობაა საჭირო. ეს 300 მილიარდ დოლარზე მეტია, რაც ჯერ კიდევ ტერორისტებს ეკუთვნის.
ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, არ გაუკეთოს ვლადიმერ პუტინს “საჩუქარი” და მიიღოს ფინანსური დახმარება უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისთვის, ვიდრე კონგრესი არდადეგებზე წავა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს