Logo

ზელენსკი – უკრაინამ მოკავშირეებისგან უსაფრთხოების გარანტიებისთვის შეთანხმებების მომზადება დაიწყო

უკრაინა
517
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოკავშირეებთან შეთანხმებების დადების მომზადების პროცესი დაიწყო.

 

მან ვილნიუსში ნატოს სამიტის შედეგების განსახილველად შეხვედრა გამართა, რომელსაც დიპლომატები, მთავრობისა და პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

“უკრაინისთვის პარტნიორებთან თითოეულ შეთანხმებას ჩვენ ახლა კონკრეტულ ნაბიჯებად ვაქცევთ, რათა ყველა შეთანხმება კონკრეტული შედეგი გახდეს. კარგმა სამიტმა ასევე უნდა მოიტანოს კარგი შედეგები.

 

ვამზადებთ შეთანხმებების დადებას პარტნიორებთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ვამზადებთ ნიადაგს ვაშინგტონში ნატოს შემდეგი სამიტისთვის, ნატო უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

Advertisement