ზელენსკი - უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 205 ჯარისკაცი დაიბრუნა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ და რუსეთმა 6 მაისს, ტყვეთა მასშტაბური გაცვლა განახორციელეს. რუსული ტყვეობიდან 205 უკრაინელი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღეს უკრაინამ 205 ჯარისკაცი დააბრუნა, ისინი რუსეთის მრავალ რეგიონში იყვნენ მიმოფანტული.
"ჩვენ ისინი უკან დავიბრუნეთ და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ გაცვლაზე იმუშავა. მადლობა ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, მათი შუამავლობის და დახმარებისთვის. მადლობა მათ, ვისაც აინტერესებს და აგრძელებს ტყვეობაში მყოფ უკრაინელებზე საუბარს“, - წერს ზელენსკი.
უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის დმიტრო ლუბინეცის თქმით, დღეს უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების 64-ე გაცვლა შედგა. უკრაინაში რუსული ტყვეობიდან სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სულ 4,757 უკრაინელი დაბრუნდა.
განთავისუფლებული დამცველები იცავდნენ უკრაინას დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში, ხერსონის, სუმისა და კიევის ოლქებში, ასევე დაბრუნდნენ მარიუპოლის გარნიზონის დამცველები.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი