ზელენსკი – უკრაინამ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია პოკროვსკის მიმართულებით, ფრონტის ეს მონაკვეთი ახლა მთავარია მტრისთვის


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია პოკროვსკის მიმართულებით ოკუპანტებთან დაპირისპირებაში. ფრონტის ეს მონაკვეთი ახლა მთავარია მტრისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, 26 ივლისს, მან უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან და სამხედრო სარდლობასთან დეტალურად განიხილა ფრონტის რთულ რაიონებში შექმნილი ვითარება, პირველ რიგში პოკროვსკის მიმართულებით. კერძოდ, იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის ორი მოხსენება.
პრეზიდენტის თქმით, პოკროვსკის მიმართულება არის ფრონტის მონაკვეთი, სადაც თავმოყრილია ოკუპანტების ძირითადი თავდასხმები.
“ყველაფერი უნდა გაკეთდეს და გაკეთდება იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, ჩვენი უკრაინული შესაძლებლობა, რათა მივაყენოთ მნიშვნელოვანი ზარალი ოკუპანტს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა