ზელენსკი – უკრაინამ უნდა მოიგოს ზამთრის ბრძოლა ტერორთან


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ უნდა მოიგოს ზამთრის ბრძოლა, როდესაც კვლავ მოსალოდნელია რუსი ოკუპანტების მასიური თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, – ამის შესახებ რამშტაინის შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ეკონომიკურად, მით უფრო ძლიერი იქნება იგი სამხედრო თვალსაზრისით.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია დარწმუნდეს, რომ უკრაინას გააჩნია თავდაცვის ინდუსტრიის შესაბამისი შესაძლებლობები, მაშინ სახელმწიფო ნაკლებად იქნება დამოკიდებული პარტნიორების დახმარებაზე და შეძლებს მეტი დახმარების გაწევას წინა ხაზზე.
“ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ზამთრის ბრძოლა ტერორთან. ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ იგი და ამავე დროს, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, თუ როგორ და ვის პირობებში დასრულდება ეს ომი”, – აღნიშნა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია გადარჩეს და ის გადარჩება, თუმცა მნიშვნელოვანია რუსეთის ხელიდან ტერორის იარაღის წართმევა.
“რა არის რუსეთის ძალა? ვიყოთ გულახდილები. მხოლოდ მას შეუძლია გაანადგუროს სიცოცხლე. რუსეთს სხვა არაფერი შეუძლია. არის თუ არა უსაფრთხოების დონორი? არა. განვითარების მხარდამჭერია? არა. პოლიტიკური მოთამაშეა? არა. აქვს ეკონომიკური გავლენა? არა. მაგრამ ის მაინც ტერორისტია და ეს ერთადერთია. ეს არის საფრთხე უკრაინისა და მრავალი სხვა სახელმწიფოსთვის. ჩვენ უნდა წავართვათ რუსეთის ფედერაციას ხელიდან ტერორის ეს ინსტრუმენტი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, პასუხი რუსეთის ტერორზე არის საჰაერო თავდაცვა და სხვა სახის იარაღი უკრაინის დასახმარებლად.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს