ზელენსკი – უკრაინამ უნდა უზრუნველყოს თავისი ცის სრული დაცვა და ამისთვის შეუძლებელსაც გავაკეთებთ


ავტორი
Front News საქართველო
უახლოეს კვირებში უკრაინა საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებით სასიხარულო ამბებს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
“უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგებია, ჩამოგდების პროცენტი გაიზარდა, მაგრამ ჯერ კიდევ არის გასაკეთებელი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინამ უნდა უზრუნველყოს თავისი ცის სრული დაცვა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც.
“მომავალ კვირებში ჩვენ ველით კარგ სიახლეებს უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს