Logo

ზელენსკი – უკრაინას აქვს კონტრშეტევის გეგმა, მაგრამ ამას იარაღი სჭირდება

უკრაინა
10.04.2024 / 00:12
Frontnews image description

უკრაინამ შეიმუშავა კონტრშეტევის გეგმა, ამისთვის აუცილებელი პირობაა იარაღის არსებობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი, ამისათვის მას სჭირდება თანამედროვე იარაღი.

 

“დიახ, რუსეთს ჰყავს მეტი ხალხი, მეტი იარაღი, მაგრამ დასავლეთს აქვს თანამედროვე იარაღის სისტემები. ამიტომ, ჩვენ მივიღებთ გარკვეულ ტექნოლოგიებს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, თუ უკრაინა გააგრძელებს წარმოების ზრდას და მიიღებს ლიცენზიებს პარტნიორებისგან, მაშინ “საქმე იქნება არა ხალხის რაოდენობაში, არამედ იარაღის ხარისხში”.

 

ზელენსკი უკრაინის კონტრშეტევის თემასაც შეეხო.

 

”დიახ, ჩვენ გვაქვს კონტრშეტევითი გეგმა. ჩვენს ქვეყანას სჭირდება იარაღი, მათ შორის შეერთებული შტატებიდან”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

Advertisement