ზელენსკი – უკრაინას აქვს შესაძლებლობა, დაასრულოს სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარე წელს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას აქვს შესაძლებლობა, დაასრულოს სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარე წელს. ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ასევე სურს კონფლიქტის დასრულება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
“დიახ, არსებობს (ომის დამთავრების შესაძლებლობა 2025 წელს). ტრამპს ომის დასრულება სურს. ეს მისი გზავნილებია, საჯაროც და კერძოც. მას შეუძლია რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს ეშინია ამერიკისა და ჩინეთის და ეშინია ერთიანი ევროპის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ევროპას უკრაინელი ჯარისკაცების გარეშე არ ძალუძს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგან მტრის ჯარი უფრო დიდია, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების.
მისივე თქმით, ოკუპანტ ქვეყანას მეტი იარაღი და თავხედობა აქვს. ევროპელები, თავის მხრივ, უფრო ცივილიზებული არიან და ამას არ არიან მიჩვეულები, როდესაც რუსეთს გამოცდილება აქვს, რაც დიქტატორ ვლადიმერ პუტინს მშვენივრად ესმის.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ევროკავშირი უნდა იყოს უფრო პრაგმატული და გაზარდოს იარაღის წარმოება 2-3-ჯერ, მნიშვნელოვანია, რუსეთმა გაიგოს, რომ ევროპა არის შეიარაღებული და შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს