ზელენსკი – უკრაინას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას მოლაპარაკებებში უკვე წელს, თუ უკრაინელი დამცველები გააგრძელებენ რუსი ოკუპანტების განადგურებას


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას მოლაპარაკებებში უკვე მიმდინარე წელს, თუ უკრაინელი დამცველები მტკიცედ იქნებიან და გააგრძელებენ რუსი ოკუპანტების განადგურებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის მოხსენება მოისმინა, რომელმაც ისაუბრა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოკროვსკის მიმართულებას და კურსკის ოპერაციას.
ზელენსკის თქმით, ის მადლიერია ყველა უკრაინული ქვედანაყოფის, რომლებიც ასრულებენ საბრძოლო მისიებს და ამას მტკიცედ აკეთებენ.
“იმისთვის, რომ წელს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, უკრაინელი ჯარისკაცები უნდა იყვნენ მტკიცე ფრონტის ხაზზე და ეფექტურები რუსი ოკუპანტების განადგურებაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს