
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ ტექნოლოგიური იარაღის წარმოების ისეთ მოცულობას მიაღწია, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, რუსეთის შესაძლებლობებს გადააჭარბოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე დიდი ყურადღება დაეთმო თავდაცვის წარმოების საკითხს. მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ უკრაინელ იარაღის მწარმოებლებს მათი საჭიროებების განსახილველად. კერძოდ, საუბარი ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს და დაფინანსებას, რაც შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მაქსიმალურად გაზარდოს უკრაინული საწარმოო სიმძლავრეები რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად და ფრონტზე მისი ძალების შესასუსტებლად.
"ეს პირველ რიგში ეხება ყველა ტიპის უკრაინულ დრონებს, მიწისზედა რობოტულ სისტემებს, სარაკეტო პროგრამას, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს და სამხედრო ტექნიკას", - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ შეიარაღების განვითარება რუსეთს უკრაინასთან ომის გახანგრძლივების შესაძლებლობას წაართმევს.
მან მადლობა გადაუხადა ყველა სპეციალისტს, რომელიც ავითარებს სარაკეტო პროგრამას და განსაკუთრებით მუშაობს ეფექტური უკრაინული ბალისტიკური და ანტიბალისტიკური სისტემების წარმოებაზე.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს