ზელენსკი – უკრაინას სჭირდება ძალა, ახალი ენერგია და საკმარისი ლიდერობა ყველა სფეროში, ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი


ავტორი
Front News საქართველო
იულია ლაპუტინამ უკრაინის ვეტერანთა საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა. მისი განცხადება უმაღლეს რადაში შევიდა. ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მან და პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განიხილეს უკრაინაში გმირების პოლიტიკისა და ვეტერანების პოლიტიკის გამკაცრება. საუბარია იმაზე, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ვეტერანები სამოქალაქო ცხოვრებაში.
“ქალბატონო მინისტრისადმი მთელი პატივისცემით, ეს არის წმინდა მენეჯმენტის საკითხი. უკრაინას სჭირდება ძალა, ახალი ენერგია და საკმარისი ლიდერობა ყველა სფეროში. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი და გავაკეთოთ მაქსიმუმი წელს, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე შესაძლებელია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
იულია ლაპუტინამ 2020 წლის 25 მარტს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება და გახდა მეორე ქალი გენერალი დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში. უკვე 2020 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა უკრაინის ვეტერანთა საქმეთა მინისტრად.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს