Logo

ზელენსკი – უკრაინას სჭირდება კიდევ 12-15 საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომ სრულად დაიცვას თავი რუსული დარტყმებისგან

უკრაინა
17.12.2024 / 19:23
Frontnews image description

რუსეთის ფედერაცია კვლავ ახორციელებს ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამიტომ უკრაინას სჭირდება საჰაერო ტერორიზმისგან დაცვის საიმედო გარანტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ შეთანხმებების სრული განხორციელება, განსაკუთრებით ის, რაც მიღწეული იქნა ნატოს სამიტზე ვაშინგტონში.

“ჩვენ გვახსოვს, რომ იმ ეტაპზე უკრაინის ალიანსში მიწვევის შეუძლებლობის კომპენსაციის სახით, დაგვპირდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელოვან რაოდენობას. მე ვითხოვ თქვენს დახმარებას ამის შესასრულებლად. ჩვენმა პარტნიორებმა იციან: ჩვენ გვჭირდება კიდევ 12-15 სისტემა ამის გარდა, რათა სრულად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს მიმართა. მისი აზრით, პარტნიორი ქვეყნებისთვის ეს რეალურია და ყველაფერი მხოლოდ მათ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

Advertisement