Logo

ზელენსკი – უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები, სანამ ის ალიანსში არ არის

უკრაინა
402
Frontnews image description

ვილნიუსის ნატოს სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს არის დაგეგმილი, უკრაინა ელოდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნებისგან უსაფრთხოების საიმედო და მკაფიო გარანტიებს იმ პერიოდისთვის, სანამ სახელმწიფო ბლოკში შევა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ ხედავს ლიეტუვის დედაქალაქში შეხვედრის მიზეზს, რადგან “ვილნიუსში გასართობად წასვლა არ სურს“.

 

ზელენსკიმ მომავალ სამიტს “ძალიან მნიშვნელოვანი” უწოდა.

 

“უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები, სანამ ის ნატოში არ არის. მხოლოდ ამ პირობებში ექნება აზრი ჩვენს შეხვედრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ მორიგი პოლიტიკაა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ზელენსკიმ ასევე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პარტნიორებთან მუშაობაზე ისაუბრა.

 

“ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს სამიტის წინ გარკვეული დასკვნების გამოტანაში“, – აღნიშნა მან.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე “ისურვებდა სამიტმა მიიღოს ყველა გადაწყვეტილება“.

 

“ამ შემთხვევაში, ცხადია, იქ ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სამიტის დაწყებამდე მხოლოდ ერთი დღე რჩება, მასში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

Advertisement