Logo

ზელენსკი - უკრაინაში 203 ძირითადი ობიექტია, რომლებიც რუსული თავდასხმებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებით უნდა იყოს დაცული

უკრაინა
187
Frontnews image description

უკრაინაში 203 ძირითადი ობიექტია, რომლებიც რუსული თავდასხმებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებით უნდა იყოს დაცული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ზედმეტი დეტალების გარეშე, რათა მტერი არ მოვამზადო... უკრაინაში 203 ძირითადი ობიექტია, რომლებიც ჩვენი საჰაერო თავდაცვითი სისტემებით უნდა დავიცვათ. არ მინდა ვთქვა, რა გავაკეთეთ ან რამდენი სისტემა გვაქვს. მაგრამ ეს 203-ია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, კიდევ ბევრი ობიექტია, მაგრამ კონკრეტულად ძირითადებზე საუბრობს - ენერგეტიკისა და გაზის სისტემებზე, წყალმომარაგებაზე და ა.შ.

"ეს სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენმა პარტნიორებმა უფრო მეტად უნდა დაგვიჭირონ მხარი ქმედებებით და ნაკლებად სიტყვებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

Advertisement