Logo

ზელენსკი - უკრაინელების 87%-ს მშვიდობა სურს, მაგრამ არა დონბასის ფასად

უკრაინა
222
Frontnews image description

უკრაინელები დაიღალნენ ომისგან, მაგრამ მათ სურთ სამართლიანი მშვიდობა. კერძოდ, უკრაინის მოქალაქეების 85% ეწინააღმდეგება უკრაინის შეიარაღებული ძალების დონბასიდან გაყვანას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ FoxNews-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ხალხს მშვიდობა სურს. დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ მან ნახა გამოკითხვის მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ 85% ან თუნდაც 87% მშვიდობას სურს და მან ასეც თქვა. ეს ჩვენი ცხოვრებაა. 87% მხარს უჭერს მშვიდობას. ამავდროულად, 85% ეწინააღმდეგება დონბასის დატოვებას. ეს ნიშნავს, რომ ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ სამართლიანი მშვიდობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასის დატოვება „ყველაზე უარესი სცენარია“ და დასძინა, რომ მოლაპარაკებების ყველა მხარემ ეს უნდა გაიგოს.

„ეს უკრაინისთვის დიდი რისკია. ეს უკრაინელებისთვის მიუღებელია. რეფერენდუმი დადებითი არ იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები