ზელენსკი - უკრაინელების 90% ომის დროს არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არჩევნების ჩასატარებლად ქვეყანას, უპირველეს ყოვლისა, ომის დასრულება ან სულ მცირე ცეცხლის შეწყვეტა სჭირდება. ეს განცხადება მან Politico-სთან ინტერვიუში გააკეთა.
"ამისთვის უსაფრთხოება გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, რაც შესაძლოა, არა ომის დასრულებას, არამედ ცეცხლის შეწყვეტას ან უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს. ამ ვითარებაში კანონი უნდა შეიცვალოს; იმედი მაქვს, ჩვენს პარლამენტს ამის გაკეთება შეუძლია. თუმცა საინტერესოა, რომ უკრაინელების 90% არჩევნების წინააღმდეგია. თუ ვინმეს აინტერესებს, რას ფიქრობენ უკრაინელები, 90% წინააღმდეგია, რადგან ესმის, რამდენად საშინელებაა არჩევნების ჩატარება ახლა, ომის დროს, ცეცხლის ქვეშ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ძნელია იმის გაგება, თუ როგორ მისცემენ ხმას სამხედროები და საზღვარგარეთ მყოფი 8 მილიონი უკრაინელი ომის დროს.
ზელენსკი უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას უშვებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან 2-3-თვიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას შეძლებს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




