Logo

ზელენსკი – უკრაინელი ჯარისკაცები პასუხს გასცემენ ტერორისტებს ამ უზნეობაზე

უკრაინა
1042
Frontnews image description

დღეს ხერსონში, ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, დაშავდნენ მაშველები, რომლებიც მონაწილეობდნენ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსული ტერაქტის შედეგების ლიკვიდაციაში. უკრაინელი ჯარისკაცები, რა თქმა უნდა, პასუხს გასცემენ ტერორისტებს ამ უზნეობაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“დღეს ხერსონში, ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, დაშავდნენ მაშველები. ისინი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსული ტერაქტის შედეგების ლიკვიდაციით იყვნენ დაკავებული და რუსული არტილერიამ ესროლა. საგანგებო სიტუაციების სამსახური რვა თანამშრომელი დაშავდა, ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

პრეზიდენტის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები აუცილებლად გასცემენ ტერორისტებს პასუხს მთელ ამ უზნეობაზე.

 

”ყოველი ასეთი რუსული დარტყმა, ყოველი რუსული ტერორისტული თავდასხმა ყოველ ჯერზე არის არგუმენტი იმისა, რომ ოკუპანტებს არ აქვთ და არ ექნებათ რაიმე შანსი, დარჩნენ სადმე უკრაინის მიწაზე. აქ მკვლელებისა და ტერორისტების ადგილი არ არის და არც იქნება. ახლა უკრაინელი სამხედროები სამხრეთში, აღმოსავლეთში ძალიან აქტიურად ანადგურებენ მტერს, ფიზიკურად ასუფთავებენ უკრაინას. ასე იქნება მომავალშიც”, – განაცხადა ზელენსკიმ. 

 

უკრაინსი პრეზიდენტის თქმით, ტერორისგან თავდაცვა ტერორისტების განადგურებაა და ეს არის გარანტია იმისა, რომ ბოროტ სახელმწიფოს აღარასოდეს ექნება უკრაინაში ბოროტების შეტანის შესაძლებლობა.

Advertisement