ზელენსკი - უკრაინელი ხალხი არ დათანხმდება რუსეთთან შეთანხმებას, რომელიც აგრესორს მთელ დონბასზე კონტროლს მისცემს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი ხალხი არ დათანხმდება რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც აგრესორს მთელ დონბასზე კონტროლს მისცემს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება უკრაინაში რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ შეთანხმება დონეცკის რეგიონიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, ის რეფერენდუმს ვერ გაივლის.
მისივე თქმით, უკრაინელებს არ ესმით, რატომ ითხოვენ მათგან დამატებითი ტერიტორიული დათმობების გაკეთებას.
თუმცა, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, თუ შეთანხმება დონბასში არსებულ ფრონტის ხაზს დააფიქსირებს, უკრაინელები მას დათანხმდებიან.
"ვფიქრობ, თუ დოკუმენტში ჩავდებთ ვალდებულებას... დავრჩეთ იქ, სადაც ვართ შეხების ხაზზე, ვფიქრობ, ხალხი ამას რეფერენდუმზე დაუჭერს მხარს. ეს ჩემი აზრია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




