ზელენსკი - უკრაინელმა დამცველებმა კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან თითქმის სრულად გაათავისუფლეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა დამცველებმა კუპიანსკი რუსი ოკუპანტებისგან თითქმის სრულად გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა რამდენიმე შეტევითი და რამდენიმე ოპერაცია დაიწყო, თუმცა მტრის არცერთი ოპერაცია წარმატებული არ ყოფილა.
"რა თქმა უნდა, რთული ბრძოლები მიმდინარეობს თავად პოკროვსკში და სხვა რაიონებში. მაგალითად, ჩვენი ბიჭები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ კუპიანსკის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამტკიცებს, თითქოს კუპიანსკი აიღო, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ თითქმის სრულად გავწმინდეთ ქალაქი", - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებების მიუხედავად, კუპიანსკში რეალური სიტუაცია ასეთია: რუსების ყოფნა კუპიანსკში მნიშვნელოვნად შემცირდა, ქალაქში მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 50-100-ია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა კუპიანსკში არსებული ვითარების შესახებ ყალბ ამბებს ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ ქალაქის გაწმენდას დარჩენილი ოკუპანტებისგან.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


