ზელენსკი – უკრაინის არმია დრონებით უნდა იყოს აღჭურვილი, ეს არის არა მხოლოდ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული პრიორიტეტი


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის არმია დრონებით უნდა იყოს აღჭურვილი. ეს არის არა მხოლოდ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული პრიორიტეტი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
”ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს საკმარისი ძალები და საშუალებები დრონების წარმოებისა და მიწოდებისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ როგორიც არ უნდა შეიცვალოს ვითარება ან გარემოებები მსოფლიოში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა უნდა მიიღონ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ წარმატებული თავდაცვითი და აქტიური მოქმედებებისთვის.
“დრონების მიწოდება არ არის მხოლოდ ტაქტიკური, ეს არის სტრატეგიული პრიორიტეტი და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს ამ მიმართულებით და განსაკუთრებით მათ, ვინც ეხმარება ჩვენს ჯარებს დაეუფლონ დრონებთან მუშაობის ახალ ტაქტიკას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს