ზელენსკი - უკრაინის დელეგაციამ აბუ-დაბიში ენერგეტიკული ზავის შესაძლებლობა განიხილა, კიევი იმედოვნებს, რომ შეთანხმებები შესრულდება

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის დელეგაციამ აბუ-დაბიში აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებების დროს ენერგეტიკული ზავის შესაძლებლობა განიხილა. კიევი შეთანხმებების შესრულებას ელის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ეს არის პრეზიდენტ ტრამპის მნიშვნელოვანი განცხადება კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესახებ ამ ზამთრის სიცივეში რუსული დარტყმებისგან. ენერგეტიკა სიცოცხლის საფუძველია და ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების ძალისხმევას, რათა დაგვეხმარონ სიცოცხლის დაცვაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, აბუ-დაბიში დელეგაციებმა ენერგეტიკული ზავის საკითხი განიხილეს.
"ჩვენ ველით, რომ შეთანხმებები შესრულდება. დეესკალაციის ნაბიჯები ხელს უწყობს ომის დასრულებისკენ რეალურ პროგრესს", - აღნიშნა მან.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მან სთხოვა ვლადიმერ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ დაარტყას კიევს და უკრაინის სხვა ქალაქებს და ის ამას დათანხმდა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




