Logo

ზელენსკი – უკრაინის დროშა აუცილებლად აღიმართება მთელ ჩვენს მიწაზე

უკრაინა
455
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

 

“დიადი ქვეყნის დიადი ხალხი. გასული ზამთრის მიწურულს რუსეთმა ჩვენს მიწაზე სრულმასშტაბიანი ომი მოიტანა და მასთან ერთად სიკვდილი, ტკივილი და სიბნელე. 24 თებერვლის დილით მზე არ ამოვიდა, არ გათენდა. 24 თებერვლის დილას დაიწყო ბნელი ღამე და ამავდროულად დაიწყო ჩვენი გამოღვიძება, ჩვენი ბრძოლა. სიბნელემ ვერ დაჩრდილა ჩვენი სული, თავისუფლების სურვილი, სამშობლოს სიყვარული და მისი დასაცავად მზადყოფნა. 

 

ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველანი ვლოცულობდით, რომ უკრაინა მდგარიყო, დღეს კი – უკრაინამ გაიმარჯვოს.

 

417 დღე – ჩვენ უკვე დიდი გზა გავიარეთ. წინ გვაქვს ერთ-ერთი ურთულესი მწვერვალი. ჩვენ მას გადავლახავთ. ერთად შევხვდებით ჩვენს გარიჟრაჟს, როდესაც მზე ამოვა მთელ ჩვენს ქვეყანაში, ლურჯი-ყვითელი დროშა აუცილებლად ამაღლდება მთელ ჩვენს მიწაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement